სასწავლო პროექტი


პროექტის   სახელი:  ,,დიდუბის პანთეონი  100  წლისაა"

პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეები გაეცნობიან პანთეონის დაარსების ისტორიას და
იქ დაკრძალულ ცნობილ პირთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის დეტალებს.

პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები გაეცნობიან პანთეონში დაკრძალულ ცნობილ პირ-
თა ცხოვრებისა და მოღვაწეობის დეტალებს, რაც  მათთვის იქნება ერთგვარი ნიმუში აქტიური  საზოგადოებრივი ცხოვრებისა.
მოიპოვებენ პრეზენტაციისა და კედლის გაზეთისთვის საჭირო ფოტომასალასა და წერი-
ლობით ინფორმაციას.

პროექტის მიზნები:  პროექტზე მუშაობისას მიღებული ცოდნისა და გამოცდილების
რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება; თანამშრომლობითი,
საკუთარი აზრის გამოთქმისა და მკაფიოდ ჩამოყალიბების, საერთო გადაწყვეტილების
მიღებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განმტკიცება; კედლის გაზეთის გამოშვება;
ისტ-ის დახმარებით მოძიებული მასალის დამუშავება.

მოსწავლეთა ასაკი/ კლასი: 16-17 წელი ( მე-10 კლ.)

ვადები/ ხანგრძლივობა: 3 თვე.

მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას:
ფოტომასალა;
კედლის გაზეთი;
პრეზენტაცია კლასის წინაშე

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი, ინტერნეტი, ფორმატის
ქაღალდები, ფერადი კალმები, ფანქრები,წებო, საშლელი, პრესაში მოძიებული მასალა.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი იქტივობები) :
1.მასწავლებლის მიერ  მოსწავლეებისთვის იდეის გაცნობა:   ოქტომბრის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი პროექტის თემა, მიზნები, აქტუალობა  და შევთავაზე მასზე მუშაობა. რამდენიმე  გოგონამ ქამოთქვა პროექტში ჩართვის სურვილი.
2.მოსწავლეთა მიერ ამ  თემასთან  დაკავშირებული მათთვის საინტერესო კითხვებისა და პრობლემების ჩამიყალიბება:   მოსწავლეები დაინტერესდნენ, ძირითადად რა სახის მასალა უნდა მოეპოვებინათ და რა დროში უნდა შეესრულებინათ ეს სამუშაო. სევთანხმდით, რომ პროექტის განხორციელების ვადად  განგვესაზღვრა 3 თვე.
3. ორგანიზაციული საკითხები:
შეიქმნა ჯგუფი 6 გოგონას შემადგენლობით.
შორენას და ნინოს დაევალათ ინტერნეტში საჭირო ფოტომასალის მოძიება და კედლის გაზეისთვის მათი  ამობეჭდვა; ნინოს და ეკას საჭირო წერილობითი ინფორმაციის მოძიება; მარინას და ნინოს კი კედლის გაზეთის გაფორმება (თუმცა მათ გამოთქვეს სურვილი,რომ ისინიც მიიღებდნენ მონაწილეობას საჭირო   მასალის მოძიებაში).
4. მუშაობის დაწყება; მოსწავლეთა ერთ ნაწილს დაევალა კედლის გაზეთისთვის საჭირო წერილობითი ინფორმაციის მოძიება,  მე-2  ნაწილს კი- საჭირო ფოტომასალის მოძიება ინტერნეტში.
5.შესრულებული სამუშაოს შეჯამება / აუდიტორიისთვის გაცნობა:
პროექტზე მომუშავე ჯგუფის მიერ მოძიებული  მასალის პრეზენტაცია კლასში;
კედლის გაზეთის გამოშვება.
6.პროექტის შეფასება:
პროექტზე მუშაობისას მოსწევლეებმა  გამოავლინეს საჭირო  ინფორმაციის  მოძიებისა და ორგანიზების უნარი,  გუნდური მუშაობისა და ურთიერთშეთანხმების, პრეზენტაციისა და შემოქმედებითი  უნარ-ჩვევები.
10.საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან, / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები უკეეთესად გაეცნობიან  ქართველ საზოგადო მოღვაწეთა  ცხოვრებასა და დამსახურებას ერის წინაშე. გამოუმუშავდებათ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების, გუნდური მუშობისა , პრეზენტაციისა და თვალსაცინოების დამზადების უნარ-ჩვევები.
ინდიკატორები--XI-1,2, 4, 5.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ეთერ  ბერიაშვილი
12.პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: e.beriashvili5@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი / ბლოგი: eterberiashvili.blogspot.com






































Комментариев нет:

Отправить комментарий